ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოფენა

ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოფენა
28 ივნისი 2016
კომპანია «ქებული კლიმატმა» მონაწილეობა მიიღო ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოფენაში.

გამოფენა თბილისის მერიაში, „მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც იმართება „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“-ს მიერ. ეს არის ევროკავშირის ინიციატივა და მისი მიზანია სუფთა ენერგოტექნოლოგიების პოპულარიზაცია.

ვიზიარებთ რა ევროპულ ღირებულებებს, 2009 წლიდან საქართველოც შეუერთდა ამ ინიციატივას და ყოველწლიურად მართავს მდგრადი ენერგეტიკის ქართულ კვირეულებს, რომელშიც კომპანია «ქებული კლიმატი» აქტიურად იღებს მონაწილეობას.

„მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში კომპანია «ქებული კლიმატმა» წარადგინა საკუთარი პროდუქცია:

  • ჰელიო სისტემა (კოლექტორი და წყალგამაცხელებელი)
  • Bosch-ის ცენტრალური გათბობის ქვაბები
  • Haier–ის კონდიციონერები
  • Kingspan-ის ჰაერსატარები

ქართული ენერგეტიკული კვირეულის შესახებ ინფორმაცია შევიდა საერთო ევროპულ დღის წესრიგში და მისი განხორციელების შესახებ ინფორმაცია აისახა შესაბამის ვებ-გვერდზე: www.eusew.eu

გალერეა