ტექნიკური მომსახურების შეზღუდვის მოხსნა

ტექნიკური მომსახურების შეზღუდვის მოხსნა
კითხვის დასმა
ჩვენი სპეციალისტები უპასუხებენ თქვენს ნებისმიერ კითხვას 
5 მაისი 2020

მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მთავრობის დადგენილებით შეზღუდული გვქონდა ჩვენი საქმიანობის გარკვეული ნაწილი.

კერძოდ გვეკრძალებოდა ტექნიკური მომსახურების გაწევა და დაშვებული იყო მხოლოდ პროდუქციის რეალიზაცია დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.

აღნიშნულმა შეზღუდვებმა, დიდი დისკომფორტი შეგიქმნათ ჩვენი პროდუქციის მომხარებლებს, რომლებსაც გემსახურებოდით საგარანტიო პირობებით.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მწუხარებას, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის!

გაცნობებთ, რომ ხვალიდან 6 მაისიდან, მთავრობის დადგენილებთ, გვაქვს უფლება გავაგრძელოთ ტექნიკური მომსახურება,  უსაფრთხოების წესების სრული დაცვით!

გისურვებთ ჯანმრთელობას!




მომსახურების შეკვეთა