კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, ქ. ბათუმში

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული პროდუქციის დროულად დაცლა, დახარისხება და დასაწყობება;
** სატვირთო მანქანების დაცლა/დატვირთვა;
** შემოსული პროდუქციის მოდელების კატეგორიების და ბრენდების მიხედვით დასაწყობება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა;
** სიმძიმეების აწევის შესაძლებლობა;
** ენერგიულობა, ორგანიზებულობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროდუქტის შესწავლის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

გრაფიკი/პირობები:

** გრაფიკი: სრული.
** ანაზღაურება ფიქსირებული+ ბონუსი
** ლოკაცია: 26 მაისის ქ N59

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება. ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591 512 374 გისურვებთ წარმატებას!

გისურვებთ წარმატებებს!