საცალო გაყიდვების სპეციალისტი

კომპანია "ქებული კლიმატი" 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისა და მარნეულში

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე.
** ჯამური ანაზღაურება: 1000 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი)


ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა.
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ფლობა;
** უცხო ენების (სასურველია რუსული ენის) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების მანერა;
** პრეზენტაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ტექნიკური საკითხების სწრაფად შესწავლის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური, ან საოჯახო)
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 591512374

 სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.