კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის N25 (ჰიპერმარკეტი "დომინო")
სამუშაო გრაფიკი: სრული, 11:00-დან 20:00-მდე კვირაში 5 დღე (დასვენების დღეები ოთხშაბათი, ხუთშაბათი)
ანაზღაურება: 750 + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და უპირატესობების წარმოჩენა;
** სტენდის ვიზუალური მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული ენა) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!