ფილიალის მენეჯერი
კომპანია „ქებული კლიმატი” აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ.მარნეულში.
Სამუშაო პირობები:
**გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე.
**მდებარეობა: მარნეული;
**ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
ძირითადი მოვალეობები:
** ფილიალისა და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა:
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და გაყიდვების ანალიზი;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება.
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ფილიალში განთავსებული პროდუქციის განლაგების კოორდინირება კომპანიაში არსებული წესის დაცვით;
** მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური, ან საოჯახო)
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.