Haier- ეს არის ჩინური კომპანია, რომელიც ელექტრო ტექნიკას აწარმოებს. იგი დაარსდა 1984 წელს. კომპანიის არსებობის განმავლობაში პროდუქციის ასორტიმენტი გაიზარდა. დღესდღეობით, კომპანია მაღალტექნოლოგიური პროდუქციის უდიდესი მწარმოებელია. იგი მომხმარებელს სთავაზობს 96 სამოდელო სერიასა და პროდუქციის 15 000 მოდელს: LCD-ტელევიზორებს, პლაზმურ პანელებს, DVD-პლეერებს, მობილურ ტელეფონებს, ნოუთბუქებს, სარეცხ მანქანებს, ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, მაცივრებს, მიკროტალღოვან ღუმელებს, კონდიციონერებს და ა.შ.
Heier-ის პროდუქცია წარმატებით იყიდება 160-ზე მეტ ქვეყანაში. "EUROMONITOR INTERNATIONAL"-ის მიხედვით, წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის რაოდენობით Haier-ი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
haier-ი 50 უმსხვილესი ჩინური კომპანიის სიის პირველ ხუთეულში შევიდა. ეს სია პეკინის საერთაშორისო ფორუმმა 2006 წელს გამოაქვეყნა. haier-ი ერთადერთი ჩინური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ბრენდს შორისაა წარმოდგენილი. კომპნიის მფლობელი, ჩჯან ჯუიმინი "Financial Times"-ის მიხედვით, მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ბიზნესლიდერთა შორის, 26-ე ადგილს იკავებს.
Haier-ს 9738 პატენტი ეკუთვნის (აქედან 943 კომპანიამ 2009 წელს მოიპოვა). Haier-ი სხვადასხვა ტექნიკისათვის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს - მის ანგარიშზე უკვე 447 შემუშავებული სტანდარტია. კომპანიის პროდუქციისათვის საერთაშორისო ქსელის გასაფართოვებლად Haier-ი შემდეგ მომსახურებას უზრუნველყოფს: პროექტირება, წარმოება, დისტრიბუცია და გაყიდული პროდუქციის მომსახურების სერვისი.
დღეისათვის კომპანიას 20 სადიზაინრეო ინსტიტუტი და 10 სამრეწველო კომპლექსი აქვს როგორც ჩინეთში, ასევე ევროპასა და ამერიკაში. ამის გარდა, Haier-ი ფლობს 29 ქარხანას (მათ შორის იტალიაში), 58 800 სავაჭრო ცენტრს, 12 000 სერვის ცენტრს, სადაც, მსოფლიოს მასშტაბით 50 000 ადამიანი მუშაობს.