GASSERO

Gassero დაარსდა 2011 წელს, როგორც ინოვატორი კომპანია გათბობის სისტემების მიმართულებით თურქეთში, პარტნიორების დახმარებით, რომლებსაც 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში. კომპანიის პროფილი ითვალისწინებს მაღალი მარგი ქმედების მქონე, გარემოსათვის უსაფრთხო საკონდენსაციო ქვაბებისა და მისი მართვის სისტემების წარმოებას.

კონდენსაციის ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის მივიღოთ სითბო განსაკუთრებული ეკონომიური მეთოდით. საკონდენსაციო ქვაბი ბუნებრივი აირის რესურსს იყენებს ისე, რომ წვის დროს გამოყოფილი აირი, რომელიც საკვამლე მილში გაედინება, სტანდარტულ ქვაბთან შედარებით საშუალოდ ორჯერ დაბალია, ანუ სითბოსათვის აუცილებელ სასარგებლო ენერგიას მაქსიმალურად ართმევს ბუნებრივ აირს. ბუნებრივი აირის წვის დროს ნამწვთან ერთად გამოიყოფა ორთქლი, რომელიც ზემოთ აღნიშნული ქვაბების შემთხვევაში საკვამლე მილიდან გაედინება. იქიდან გამომდინარე, რომ საკონდენსაციო ქვაბი ნამწვს აცივებს მაქსიმალურად სითბოს ენერგიად გარდაქმნისათვის, მასში არსებული ორთქლი ცივდება, კონდენსირდება და სწორედ ამ პროცესის გამო ქვაბს, რომელიც იყენებს ბუნებრივი აირის რესურსს მაქსიმალურად, ანუ ნამწვიდან იღებს სითბოსათვის სასარგებლო ენერგიას, ეწოდება საკონდენსაციო.