Dizayn Group დაარსდა 1987 წელს, რათა შეემუშავებინათ და განეხორციელებინათ პროექტები გათბობის და წყალგაყვანილობის სექტორში, კომპანიამ დაიწყო იატაკქვეშა გათბობის მილების წარმოება და ახლა ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა Mir Holding group -ის წევრებს შორის. კომპანია თავისი წლიური ბრუნვის 5 %-ს კვლევებზე ხარჯავს, Dizayn Group-მა შეიმუშავა პროდუქცია, რომელთაგანაც თითოეულმა მიიღო დამოუკიდებელი ინსტიტუტების სერტიფიკატები.
Dizayn Group აწარმოებს ექსპორტს 80 ქვეყანაში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, შორეულ აღმოსავლეთსა და ავსტრალიის რეგიონებში. გარდა ამისა, 2004 წელს კომპანიამ მიიღო ჯილდო მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიების განვითარებაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის, თურქული პატენტის ინსტიტუტის მიერ.
კომპანია Dizayn Group-ის ასეთ მოკლე დროში წარმატება გამოწვეულია მისი ცალკეული მისიების განხორციელებით. კომპანია თავისი პროდუქციის განვითარების მისიის ფარგლებში, აწარმოებს 23 ცალკეულ სისტემას და 4000 სხვადასხვა სახის მაღალი წნევის 12 მმ დიამეტრიდან 1600 მმ-მდე, დაბალი წნევის 50მმ დიამეტრიდან 8000 მმ-მდე მილებს, რომლებიც მზადდება პოლიეთილენის და პოლიპროპილენისგან.
კომპანიის სლოგანია: „ ჩვენთვის ცნობილია, ჩვენი პასუხისმგებლობა. მსოფლიოს სჭირდება Dizayn!“