BOSCH

Bosch Thermotechnology Corp.  არის Bosch Group-ის გათბობის და ცხელი წყლის წარმომადგენელი ჩრდილოეთ ამერიკაში. Bosch არის გათბობის და ცხელი წყლის პროდუქციის წამყვანი მწარმოებელი, რომლის სავარაუდო ბრუნვა დაახლოებით 2,5 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს და დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა უტოლდება 12 900-ს მსოფლიოს 9 ქვეყანაში.  ჩრდილოეთ ამერიკაში Bosch Thermotechnology წარმოდგენილია Bosch, Buderus და FHP-ს სახით.

Bosch Thermotechnik GmbH არის წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელი შიდა გათბობის, გაგრილების და ცხელი წყლის სფეროში.

ჩრდილოეთ ამერიკის Bosch Thermotechnik GmbH-ის შვილობილი კომპანიებია Bosch Thermotechnology corp. და FHP, რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისოდ აღიარებულ ბრენდებს  Bosch, Buderus და FHP. ეს ბრენდები წარმოადგენენ ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ფართო სპექტრს, რომელთა შორისაა წყლის წყარო და გეოთერმული თბური ტუმბოები, მზის თერმული სისტემები, სრული ჰიდრავლიკური ხსნარები და ამასთან საკონდენსაციო ქვაბი და გამდინარე წყალგამაცხელებლები.

სისტემების შექმნისას, ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ ბუნებრივი რესურსების, სისტემის მოქნილობის და მომხმარებლების დაკმაყოფილების ერთმანეთთან შერწყმას. Bosch მუდმივად ზრუნავს პროდუქციის განვითარებაზე, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს ნამდვილი ხარისხი, კომფორტი და ეფექტურობა. მათ მიაჩნიათ, რომ უწყვეტი ინოვაცია ხელს უწყობს სუფთა, მწვანე გარემოს შექმნასა და მომხმარებლების დაკმაყოფილებას.

უფრო მეტი Bosch Thermotechnology კორპორაციის შესახებ

Bosch Thermotechnology არის მაღალი ხარისხის ცხელი წყლის და გათბობის სისტემების წამყვანი მწარმოებელი. კერძოდ, კომპანია გთავაზობთ Bosch-ის გამდინარე წყლის გამაცხელებლებს, Bosch-ის მზის თერმულ სისტემებს, Buderus-ის იატაკზე დასადგამ და კედლის ქვაბებს, FHP-ის გეოთერმულ თბურ ტუმბოებს, ასევე ყველა პროდუქციის საკონტროლო სისტემებსა და აქსესუარებს. Bosch Thermotechnology, მოწოდებულია რათა გამოიგონოს, ენერგოეფექტური პროდუქტი რომელიც იმუშავებს ინტეგრირებულ სისტემებთან ერთად და გააძლიერებს ცხოვრების ხარისხს ულტრა ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა გზით.

Bosch Group უკვე 100 წელია რაც გლობალური მომწოდებელია საავტომობილო, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ტექნოლოგიებსა და მომსახურების სფეროში. კომპანია დაარსდა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში 1886 წელს და დღესდღეობით აქვს 300-ზე მეტი შვილობილი კომპანია თითქმის 150 ქვეყანაში. Bosch-ის პროდუქციის შექმნის საერთო მიზანია, გაზარდოს ცხოვრების ხარისხი ინოვაციური ტექნოლოგიებით. Bosch-მა განავითარა საავტომობილო მუხრუჭების და საჭის უსაფრთხოების სისტემები (ABS) და 30 წლის განმავლობაში აუმჯობესებდა ავტომობილებს და ხელი შეუწყო უბედური შემთხვევების შემცირებას ჩრდილო ამერიკის გზებსა და ავტომაგისტრალებზე.

გარემოს დაცვა შთააგონებს და მართავს Bosch-ის პროდუქციის განვითარებას. Bosch არის ლიდერი მომავალი თაობის ტექნოლოგიების განვითარებაში, რომელიც გთავაზობთ გაუმჯობესებულ წარმოდგენას  და ეფექტურ გარემოს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებით.  მდგრადი მობილობის ეპოქაში, კომპანია ცდილობს შეამციროს საწვავის მოხმარების და CO2-ის გამონაბოლქვი ახალ მანქანებში. ენერგო ეფექტურობა და გარემოს დაცვა უმთავრესია კომპანიის სამრეწველო ტექნიკის, საყოფაცხოვრებო საქონლის და სამშენებლო ტექნიკის ფორმირებაში. მწვანე ტექნოლოგიები, როგორებიცაა გაზის გამდინარე წყლის გამაცხელებლები, გათბობის ტუმბოს წყლის ელექტრო გამაცხელებლები, მზის თერმული სისტემები, ქარის და გეოთერმული თბური ტუმბოები არის საუკეთესო მაგალითი მოხერხებული ტექნოლოგიების მზარდი მოთხოვნის და Bosch-ის მომავლის ჩამოყალიბებაში.