ორმაგი დაცვა ერთი კომპლექსური დეტექტორით
საკმაოდ რთულია გაუმკლავდე ისეთ საფრთხეს, რომელსაც ვერ ხედავ და ვერ აგემოვნებ. შედეგი დგება ლეტალური, როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვისუნთქავთ ნახშირჟანგს. მოწამვლის საფრთხე მატულობს, რადგან შეუძლებელია თქვენმა სხეულმა მხუთავი აირი იგრძნოს სუნით ან გემოთი. სწორად ამ ფაქტმა განაპრობა მისი საზარელი დასახელება - „მდუმარე მკვლელი“. ერთადერთი გზა, რომ აღმოაჩინოს მისი არსებობა არის კომპლექსური დეტექტორი.
ქებული კლიმატის კომპლექსური დეტექტორი, რომელის ანალოგი არ არის საქართველოში ორმაგი დაცვის შემძლეა. შეიძინეთ და დააყენეთ ქებული კლიმატის უნიკალური დეტექტორი და შეინარჩუნეთ თქვენს სახლში და ოჯახში სიმშვიდე და უსაფრთხო გარემო. დაიცავით თქვენი სახლი და ოჯახი მდუმარე მკვლელისაგან!
უპირატესობები:
- მხუთავი აირის დადგენა
- ბუნებრივი აირის დადგენა
- მაღალ საიმედო სენსორი
- საფრთხის ხმოვანი სიგნალი
- ელექტროსარქველის მიერთება (დამატებით)
- მაღალსტაბილური ელექტრო პლატა
- გაუმართაობის ავტომატური შემოწმების ინდიკატორი
- ავტომატური გადატვირთვა სიგნალის შემდეგ
- უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- მონტაჟის სიმარტივე
უსაფრთხოების რეკომენდაციები
მხუთავი აირი (CO) წარმოიშობა ბუნებრივი აირის (NG) არასრული წვის შედეგად.
ტექნიკურად გაუმართავი და არასერტიფიცირებული გაზის დანადგარების გამოყენების დროს, მათი არასწორი მონტაჟისა ან/და ექსპლუატაციის შემთხვევაში, განსაკუთრებით იზრდება მხუთავი აირით მოწამვლის რისკი. ასევე, მატულობს ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული ხანძრის შემთხვევებიც.
იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ და ოჯახის წევრების სიცოცხლეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინება:
- არ გამოიყენოთ საეჭვო წარმოშობის გამათბობლები და წყალგამაცხელებლები
- ყურადღებით გაეცანით დანადგარის ინსტრუქციას და უსაფრთხოების წესებს
- მოერიდეთ ისეთ გამათბობლებს და გამაცხელებლებს, რომლებიც წვისთვის ოთახში არსებულ ჟანგბადს მოიხმარენ ან არ გააჩნიათ გამწოვი სისტემა
- ნუ გამოიყენებთ გასათბობად გაზქურას
- არ დატოვოთ ანთებული გაზქურა ყურადღების გარეშე
- პერიოდულად ჩაუტარეთ პროფილაქტიკური შემოწმება გაზის დანადგარებს და გაზიფიცირებული ფართის საკვამლე-სავენტილაციო სისტემებს
- ყურადღება მიაქციეთ ოსტატის კვალიფიკაციას და შესრულებული სამუშაოს ხარისხს